logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გაერთიანდებიან თუ არა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება
- +

24 იანვარი. 2024. 11:31

 

 

გაერთიანდებიან თუ არა, ამ შემთხვევაში შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის გადაჯგუფებაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ეს არის ერთ დროს ერთიანი, დიდი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიზისის შედეგად სხვადასხვა სეგმენტად დაშლილი ოპოზიცია. ესენიც ძირითადად დღეს ზრუნავენ იმ ელექტორატის თავის მხარეს გადმობირებაზე, რომელიც ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი იყო, ამიტომ რაიმე სიახლე ქართულ პოლიტიკაში არ არის“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ოპოზიცია კვლავ გაერთიანებაზე საუბრობს. გაერთიანების მიზნით ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ პროცესში მონაწილეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც აღიარებს, რომ საკუთარ თავს ყველაზე მეტად ნიკა გვარამიასთან და პარტია „ლელოსთან“ ხედავს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და მისი ყველა მცდელობა მარცხისთვის განწირულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner