logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: არის გათვლა, ზურაბიშვილი „ლელოს“ მიუერთონ და ამ ერთობას 5-%-იანი ბარიერი ასე გადაალახვინონ
- +

24 იანვარი. 2024. 12:02

 

 

კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. ამ ძალებს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ პოლიტიკურ გასაღებს უკითხავად არგებს და საკუთარი პოლიტიკური საჭიროებებით ათამაშებს, ამ ძალების ერთობა ერთი სენია ქართული სახელმწიფოსთვის, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი რითაც ეხმიანება მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია კოლექტიური "ნაცმოძრაობის" გასამართლების აუცილებლობაზე.

 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“  ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ გააჩნია, რის გამოც, ხან ღია, ხანაც ფარულ კოალიციაშია სხვა ოპოზიციურ ძალებთან. 

 

მეგრელიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორი თვით ადრე გააკეთებს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საავტორო უფლებები გააჩნია ადამიანის წამებაზე, საკუთარი მმართველობის პერიოდში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, ბიზნესის რეკეტზე, ტელევიზიების მიტაცებაზე, ეკლესიის ნგრევაზე და ღვაწლმოსილი ადამიანების პირდაპირ "ჩარეცხვაზე".

 

ეს არის ძალა რომელიც რეფორმების სახელით აუპატიურებდა და კლავდა ქართველს.

 

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით ციხეში პატიმრების წამება იყო პოლიტიკური დირექტივა პატიმრის ნების გასატეხად, პრაგმატული მეთოდი – ციხის სამართავად და სადო-მაზოხისტური ტკბობა – ციხის ადმინისტრაციისთვის.

 

ამ ძალის მმართველობის სისხლიანი ცხრა წელი გამოუსწორებელი, მძიმე შედეგების მატარებელია, თუმცა გვასწავლის იმას, რომ ასეთი ტიპის მმართველობა საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს.

 

2012 წლიდან ქართულ სახელმწიფოში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანზე, მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა, აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის მძიმე პრაქტიკა, აღიკვეთა ბიზნესის ტოტალური რეკეტი, დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე, თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოება, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, გაიცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ამ გარდამტეხი ცვლილებებისა და წინსვლის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩა ყველა პოლიტიკურ საჭიროებას და დარჩა პარტიად რევანშისტული დღის წესრიგით, პარტიკულარული ინტერესებით, ძალად რომელიც მშვიდობის სახელით ღია პოლიტიკურ ომშია ქართველ ხალხთან.

 

დიახ, "ნაციონალური მოძრაობა“ არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც რცხვენია ქართველობის.

 

"ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ აქვს და ის ხან ღია და ხანაც ფარულ კოალიციაშია სხვა ოპოზიციურ ძალებთან.

 

დიახ, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

 

ამ ძალებს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ პოლიტიკურ გასაღებს უკითხავად არგებს და საკუთარი პოლიტიკური საჭიროებებით ათამაშებს.

 

ამ ძალების ერთობა ერთი სენია ქართული სახელმწიფოსთვის.

 

ეს ძალები ერთად და ცალ-ცალკე პასუხისმგებლობას იღებენ "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიან მმართველობაზე და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მინიმუმ სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა უნდა იყოს ამ ძალის  მხარდაჭერა.

 

ამ ძალების მხარდაჭერა ამომრჩეველში პოლიტიკური სინდისის ქენჯნას უნდა იწვევდეს.

 

სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი ქვეყნის, მაგრამ არა ხალხის პრეზიდენტი  "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან მიტმასნილი ძალების პოლიტიკურ ტყვეობაშია და გამოდის მათი ნაწილია შესაბამისად მათი ყველა დავალების უსიტყვო შემსრულებელია და ამას ყველას დასანახად აკეთებს.

 

სააკაშვილის გათავისუფლება ახლა რომ პოლიტიკურად მომგებიანი იყოს  "ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ამას პირდაპირ დაავალებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი  სალომე ზურაბიშვილის იმიჯს უფრთხილდებიან, არის გათვლა ის „ლელოს“  მიუერთონ და ამ ერთობას 5-პროცენტიანი ბარიერი ასე გადაალახვინონ.

 

სალომე ზურაბიშვილსა  და მიხეილ სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ ალბათ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს. გააჩნია საარჩევნო პერიოდისათვის სააკაშვილსა და ზურაბიშვილს შორის საარჩევნო რესურსი რომელს უფრო მეტი ექნება.

 

თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში - სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“ გვარამია-მელიას გაერთიანებაზეც მუშაობს. თუ ჩათვლიან, რომ მათ 5-პროცენტიანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის რესურსი აქვთ, ცალკე მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც სალომე-„ლელოს“ ბლოკს მიუერთებენ.

 

მათი თამაშის წესები ესაა და ხედავთ უკვე გაშიფრულია.

 

"ხალხის ძალა" როგორც ჯერ - ჯერობით უჩინარი ხელი ყველა პოლიტიკურ რებუსს ხსნის და სხვა პოლიტიკურ მოთამაშეთ საკუთარ ხელწერას უტოვებს.

 

ახლა ამომრჩევლის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული 2024 წლის არჩევნებზე როგორც ამომრჩეველი - პოლიტიკურ არასა და კის ვის ეტყვის.

 

ფაქტია, სალომე ზურაბიშვილის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას შუაშისტურ ძალად წარმოჩენა უკვე მინიმუმ პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის." - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner