logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ სამარდება, იშლება!
- +

13 სექტემბერი. 2016. 15:12




ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში ბარიერს გადალახავს, მაგრამ მთავარი ოპოზიციური ძალა აღარ იქნება.


ყანდიაშვილის თქმით, „ნაციონალებისგან" პროვოკაციები მოსალოდნელია, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის რესურსი მათ არ აქვთ.



„ნაციონალური მოძრაობა" ალბათ ბარიერს გადალახავს, მაგრამ მთავარი ოპოზიციური ძალა ვეღარ იქნება! „ქართული ოცნება" რჩება ხელისუფლებაში! „ნაციონალური მოძრაობა" სამუდამოდ სამარდება, იშლება! ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. ნაციონალების მხარდამჭერები ამ წაგების შემდეგ განახევრდებიან. ჯერ ისედაც ორი კაციღა დარჩა და ხომ წარმოგიდგენიათ, ისიც რომ აღარ ეყოლებათ, უახლესი ისტორიის განმავლობაში ოპოზიციას პირველად ეძლევა საშუალება, რეალური და ჯანსაღი ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას.

 

კიდევ ერთხელ ვამბობ - შესაძლებელია, ნაციონალებმა პატარ-პატარა პროვოკაციები მოაწყონ, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის რეალური რესურსი არა აქვთ! საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები კარგად მუშაობენ. ყველანაირი მათი პროვოკაცია და მცდელობა კრახით დამთავრდება!

 

ხომ გამომჟღავნდება უკვე, რას წარმოადგენენ ბურჭულაძის გაერთიანება და ნათელაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა ნომერი ორი"!

 

მიუხედავად იმისა, რომ პაატა ბურჭულაძეს ლამის ბავშვობიდან ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, ის „გირჩებთან" და ვაშაძესთან ერთად, ასევე, „ნაციონალური მოძრაობა 2"-ია. წარმოიდგინეთ, რა დონის კრიმინალები ჰყავს შეყვანილი პარტიაში, რომ ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფოსგან დაცვას ითხოვს?! შალვა ნათელაშვილისთვის და ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძის გაერთიანებისთვის ხმის მიცემა იგივეა, „ნაციონალურ მოძრაობას" - სააკაშვილ-თარგამაძე-ბოკერიას მისცეთ ხმა. ეს საზოგადოების გასაგონად! რაც შეეხება ხელისუფლებას, ვეტყოდი - დაამთავრეთ „ნაციონალური მოძრაობის" პიარი საქართველოში!" - აღნიშნა კოკა ყანდიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner