logo_geo
eng_logo
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
- +

24 იანვარი. 2024. 12:46

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.

 

მემორანდუმი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას და სპორტულ ღონისძიებებზე უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner