logo_geo
eng_logo
2023 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა
- +

24 იანვარი. 2024. 12:57

 

 

მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1 მაისი.

 

აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით -

right_banner right_banner
არქივი
right_banner