logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია
- +

24 იანვარი. 2024. 13:03

 

 

„კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია და პარაზიტიზმი, რომლითაც დღევანდელი კვაზი-ოპოზიცია იკვებება, სულ უფრო და უფრო საზიანო ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესებისთვის “ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. 

 

ქადაგიძე „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა - პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს.

 

„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია და პარაზიტიზმი, რომლითაც დღევანდელი კვაზი-ოპოზიცია იკვებება, სულ უფრო და უფრო საზიანო ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესებისთვის.

 

აუცილებლობამ მოიტანა, რომ გაიმართოს ქართული “ნიურნბერგის პროცესი”, სადაც კოლექტიური ნაც-მოძრაობის მიმართ მოხდება პოლიტიკურ-სამართლებრივი ვერდიქტის გამოტანა.

 

2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა. პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს. პროცესის დაწყების წინაპირობა, ეროვნული ინტერესების  გარშემო გაერთიანება, არჩევნებში მაქსიმალური ჩართულობა და რაციონალური გადაწყვეტილების დაფიქსირებაა.

 

ყველაზე ძლიერი ბერკეტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აქვს და შესაბამისად, პარლამენტმა უნდა  შექმნას  მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ, დეკლარირებულ დასკვნას გამოუტანს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას და შესაბამისად, დაიწყება სამართლებრივი შეფასება თუ როგორ მავნებლობდნენ, პარაზიტობდნენ და როგორ ემსახურებოდნენ სხვა ქვეყნის ინტერესებს ხელისუფლებაში და შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner