logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია იბრძვის ვერცხლისა და ბრინჯაოსთვის, წინასწარ იციან, რომ ოქრო „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის
- +

24 იანვარი. 2024. 14:15

 

 

რაც არ უნდა ბრენდი შეცვალო და ფერები გამოცვალო, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ საზოგადოება იმას აღარ დაუშვებს, რაც 2003-2012 წლებში ხდებოდა, როგორი სახელწოდებითაც არ უნდა მოღვაწეობდნენ „ლელოში“ ყოფილი „ნაციონალები,“ ვინც ამის თანამონაწილეები იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, როგორც დღეს გამოიყურებიან, ოპოზიციას ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.

 

„არ მგონია, ოპოზიციის გაერთიანებას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს, რადგან მათ მიმართ საზოგადოებაში ნიჰილიზმი და ანტიპათია საკმაოდ მაღალია. ამიტომ, ასეთი სახის გაერთიანებები შეიძლება, ძალიან ნეგატიური შინაარსის მატარებელი იყოს და ამაზეც მოუწევთ დაფიქრება, ვინც ასეთ გაერთიანებაზე ფიქრობდეს. რაც არ უნდა ბრენდი შეცვალო და ფერები გამოცვალო, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ საზოგადოება იმას აღარ დაუშვებს, რაც 2003-2012 წლებში ხდებოდა, როგორი სახელწოდებითაც არ უნდა მოღვაწეობდნენ „ლელოში“ ყოფილი „ნაციონალები,“ ვინც ამის თანამონაწილეები იყვნენ. ოპოზიციას, როგორც დღეს გამოიყურებიან, ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. ხვდებიან, რომ ეს მათთვის სერიოზული რისკია. მათი მხრიდან გაერთიანებაზე საუბარი ნაკარნახევია იმით, რომ ბარიერი გადალახონ. თუმცა, მათთვის პროდუქტიული არ იქნება ხელოვნური გაერთიანება, რადგან საკუთარ ამომრჩეველს არ უფრთხილდებიან. როგორიც არ უნდა იყოს შეფუთვა და გარეკანი, არ ნიშნავს, რომ ეს სხვა პარტიაა და არა „ნაცმოძრაობა.“ ოპოზიციას გათვიცნობიერებული არ აქვს, მათი წარუმატებლობის მიზეზი რა არის. მიზეზია არასწორი ტაქტიკა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ ლანძღვა ყველაზე ბუნებრივად გამოიყურება.

 

„ყველა კარგად ხვდება, რომ ოპოზიციაში ხელისუფლების დამარცხების პოტენციალი არ აქვთ. ამას შეგუებული არიან, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს მხოლოდ იმაზე, ოპოზიციაში ვინ შეძლებს, დომინანტური როლი მოიპოვოს – ნომერ პირველი ვინ გახდება ოპოზიციაში. თორემ, ქვეყნის მმართველობაში პირველობას რომ ვერ შეძლებენ, ეს მათთვისაც ნათელია. ამიტომაც, ვერ ეშვებიან ერთმანეთის ლანძღვას. ერთმანეთს უფრო განიხილავენ კონკურენტებად. ისინი იბრძვიან არა პირველი ადგილისთვის, არამედ ვერცხლისთვის და ბრინჯაოსთვის. ოქრო წინასწარ იციან, ვის ეკუთვნის – რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner