„ნაციონალური მოძრაობა“, თავისი სხვადასხვა განშტოებით, პიარულად საკუთარი პოზიციების გამოსწორებას ცდილობს, რისი შესაძლებლობაც არ არსებობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ამას ვერცერთი მექანიზმით ვერ შეძლებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში მოიაზრება პარტია „ლელო“. ეს ერთი პარტიაა, მათი შინაარსი და შემადგენელი ნაწილი იდენტურია. არ ზოგავენ თანხებს იმისთვის, რომ საკუთარი დაზიანებული და გამცვდარი რეპუტაცია რაიმე სახით გამოასწორონ. მათი რეპუტაციის ამორტიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ როგორი წარმატებული ე.წ. პიარშიკების დაქირავებაც არ უნდა მოხდეს, ეს გამორიცხულია. როგორ შეიძლება, მათი ტყუილი, მძიმე წარსული საზოგადოებას პოზიტივად შეასაღო? – ეს სრული აბსურდია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, თანამდებობების პირთა ქონებრივი დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ. ასევე ინფორმაცია გავრცელდა ჯერემი როზნერის „ლელოსთან“ თანამშრომლობის შესახებაც, რაც „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ დაადასტურა.