„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა იმ უძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მმართველობის პერიოდში გაყიდა ან შეიძინა.
როგორც ირკვევა, 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე „თიბისი ბანკის“ დავალიანების გადახდევინების მიზნით 1085 უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა. აქედან 857 საცხოვრებელი ფართი, 194 მიწის ნაკვეთი და 34 სხვადასხვა ტიპის დანიშნულების უძრავი ქონება იყო.
გაყიდვის გარდა, ბანკმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე გატანილი 689 უძრავი ქონება შეიძინა. აქედან 598 საცხოვრებელი ფართი, 61 მიწის ნაკვეთი და 30 სხვადასხვა ტიპის დანიშნულების უძრავი ქონება იყო.