logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის „კრედოა“, თაღლითები და წამგლეჯები ვერასდროს იქნებიან წარმატებული პოლიტიკაში
- +

24 იანვარი. 2024. 16:24

 

 

„შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის „კრედოა“. ჩამორჩენილია PR-შიც, წარმოდგენა არ აქვს ინტერნეტზე, სადაც ციფრული არქივები ნამდვილად „არ იწვის“,  - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

აბაშიძე ეხმიანება მამუკა ხაზარაძის მიერ ბინებიდან გამოსახლების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მსგავსი რამ ზამთარში აკრძალულია და მის დროს მსგავსი ფაქტები არ ხდებოდა. ანალიტიკოსის თქმით, „ლელოში“ მხოლოდ ხაზარაძის ახირებით მოქმედებენ, თუმცა, თაღლითები პოლიტიკაში წარმატებულები ვერასდროს იქნებიან.

 

„შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის „კრედოა“. ჩამორჩენილია PR-შიც, წარმოდგენა არ აქვს ინტერნეტზე, სადაც ციფრული არქივები ნამდვილად „არ იწვის“. ავაზაკ მამუკა ხაზარაძეს და მის კანტორა „ლელოში“, სადაც მხოლოდ მის ახირებებით მოქმედებენ, ვერაფრით შეუმეცნებიათ, რომ თაღლითები და წამგლეჯები ვერასდროს იქნებიან წარმატებული პოლიტიკაში“,  - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner