logo_geo
eng_logo
სერბეთის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი იწვის
- +

24 იანვარი. 2024. 17:28

 

 

სერბეთის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი იწვის. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სამი ვერტმფრენი.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ხანძარს 76 მეხანძრე ებრძვის. მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა.

 

წინასწარი ცნობებით, დაშავებულები არ არიან. მეხანძრეებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, არ მიუახლოვდეს სავაჭრო ცენტრს, რომელსაც ცეცხლი უკიდია.

 

პოლიცია ხანძრის გაჩენის მიზეზს ჯერ ვერ ასახელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner