სერბეთის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი იწვის. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სამი ვერტმფრენი.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ხანძარს 76 მეხანძრე ებრძვის. მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა.
წინასწარი ცნობებით, დაშავებულები არ არიან. მეხანძრეებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, არ მიუახლოვდეს სავაჭრო ცენტრს, რომელსაც ცეცხლი უკიდია.
პოლიცია ხანძრის გაჩენის მიზეზს ჯერ ვერ ასახელებს.