logo_geo
eng_logo
ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური: პროგნოზები, რომ რუსული ძალები თავიანთი რესურსების ზღვარს მიაღწევდნენ, არ გამართლდა
- +

24 იანვარი. 2024. 19:53

ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა, მარტინ ჰერემმა განაცხადა, რომ ახალმა სადაზვერვო მონაცემებმა რუსეთის მიერ საბრძოლო მასალის წარმოებისა და პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების შესაძლებლობის შესახებ, ნატოს მოკავშირეებს შორის სიტუაციის ხელახალი შეფასება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის თქმით, პროგნოზები, რომ რუსული ძალები თავიანთი რესურსების ზღვარს მიაღწევდნენ, არ გამართლდა.

 

 

მარტინ ჰერემმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინის სამხედრო მამქანას წელიწადში რამდენიმე მილიონი საარტილერიო ჭურვის წარმოება შეუძლია, რაც ბევრად აღემატება ევროპულ ძალისხმევას, და ასობით ათასი ახალი ჯარისკაცის გაწვევა შეუძლია.

 

 

"ბევრს ეგონა, რომ ისინი ვერ გასცდებოდნენ [შესაძლებლობების ზღვარს], მაგრამ დღეს ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ. მათ შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის წარმოება", - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner