logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება
- +

24 იანვარი. 2024. 19:56

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

"ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის [თავდაცვითი ძალისხმევის] მხარდასაჭერად", - აღნიშნავ გერმანიის კანცლერმა.

 

 

"თანხები, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა 2024 წლისთვის გამოუყვეს [უკრაინას], ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

 

გერმანიის კანცლერმა ასევე თქვა, რომ ის "საკმაოდ გაღიზიანებულია" იმით, რომ გერმანიას მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ბერლინი არ აკეთებს საკმარისს, როდესაც ის უკვე "[უფრო] მეტს აკეთებს, ვიდრე ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანა, ბევრად მეტს".

right_banner right_banner
არქივი
right_banner