გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის [თავდაცვითი ძალისხმევის] მხარდასაჭერად", - აღნიშნავ გერმანიის კანცლერმა.
"თანხები, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა 2024 წლისთვის გამოუყვეს [უკრაინას], ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე თქვა, რომ ის "საკმაოდ გაღიზიანებულია" იმით, რომ გერმანიას მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ბერლინი არ აკეთებს საკმარისს, როდესაც ის უკვე "[უფრო] მეტს აკეთებს, ვიდრე ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანა, ბევრად მეტს".