logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის დელეგაციამ ევროპის საბჭოში მუშაობა შეაჩერა
- +

24 იანვარი. 2024. 21:03

აზერბაიჯანის დელეგაციამ ევროპის საბჭოში მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

 

აზერბაიჯანის დელეგაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 19 წლის განმავლობაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვერ შეძლო პასუხისმგებლობის დაკისრება სომხეთზე იმ ქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს.

 

 

"სამწუხაროდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოიყენება როგორც პლატფორმა ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი პრინციპები გამოიყენება გარკვეული მიკერძოებული ჯგუფების მიერ მათი ვიწრო ინტერესების გასაძლიერებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

"აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების ინიციატივას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამ მანკიერი კამპანიის ნაწილად მივიჩნევთ. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ ინიციატივას, როგორც მიზანმიმართულ და მიუღებელ მცდელობას, დაუსაბუთებლად ჩაერიონ აზერბაიჯანში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

"რასიზმის, აზერბაიჯანოფობიისა და ისლამოფობიის გაუსაძლისი ატმოსფეროს ფონზე, რომელიც განვითარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აზერბაიჯანის დელეგაცია გადაწყვეტილებას იღებს, შეწყვიტოს ურთიერთობა და ყოფნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში", - განაცხადეს აზერბაიჯანის დელეგაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner