logo_geo
eng_logo
ისრაელის მთავრობის სპიკერი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება
- +

24 იანვარი. 2024. 22:05

ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

 

 

"რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ისრაელი არ იტყვის უარს "ჰამასის" განადგურებაზე, ყველა მძევლის დაბრუნებასა და ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელისთვის საფრთხის აღმოფხვრაზე. ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება. წარსულში იყო პაუზები ჰუმანიტარული მიზნებისთვის. ეს შეთანხმება "ჰამასმა" დაარღვია", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner