logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს შეხვდა
- +

24 იანვარი. 2024. 22:48

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველთან პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მარკ ნორდბერგთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ქერი მაკინტოშთან შეხვედრა გამართა.

 

 

შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

 

 

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მოლოდინებზე, ევროპული არჩევნების და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

 

 

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

 

 

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა მარკ ნორდბერგმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა და შემდგომი რეფორმების პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner