logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო: არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში
- +

24 იანვარი. 2024. 22:50

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ჯერ არ ფლობენ სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

"ტყვეების გაცვლა დღეს უნდა შემდგარიყო, მაგრამ არ შედგა. რუსული მხარის განცხადებით, ეს მოხდა რუსული „ილ-76“-ის ჩამოგდების შედეგად, რომელიც თითქოს ჩვენი ტყვეების გადაყვანას ახორციელებდა. ახლა ჩვენ არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით", - აღნიშნეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

 

 

24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა.

 

 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინულმა მედიამ, შეიარაღებულ ძალებში წყაროებზე დაყრდნობით, ჯერ დაწერა, შემდეგ კი წაშალა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა „უკრაინელი სამხედროების მუშაობის შედეგია“, ვინაიდან თვითმფრინავს С-300 ტიპის რაკეტები გადაჰქონდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner