logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩინეთი აღიარებს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
- +

24 იანვარი. 2024. 23:38

"ჩინეთი აღიარებს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ჩინეთი საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი სუპერ სახელმწიფო, რომელსაც ათწლეულებია ომი არ ჰქონია.

 

 

ჩინეთი აღიარებს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. ეს არის სტრატეგიული საკითხი, რაზეც, რა თქმა უნდა, სრული თანხმობაა. ეს ყველაფერი ძალიან კარგ საფუძველს ქმნის, რომ პოლიტიკური პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გამყარდეს. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა. ეს არის ნომერ მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, რომელიც უკვე თითქმის 20 ტრილიონ დოლარს აღწევს. არნახული პროგრესი ჰქონდა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთს, რამაც მათ შორის მისი პოლიტიკური პოზიციებიც გაამყარა. ჩინეთი საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ის არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი სუპერ სახელმწიფო, რომელსაც ათწლეულებია ომი არ ჰქონია. შესაბამისად, ჩინეთთან პარტნიორობას პოლიტიკური თვალსაზრისით შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ეკონომიკას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ნომერ მეორე ეკონომიკა და შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას შეუძლია სერიოზული შედეგების მოტანა ჩვენი ეკონომიკური წინსვლისთვის. ამ შანსის არგამოყენება უბრალოდ არასწორი იქნება. კონკრეტულ პროექტებზეც გვქონდა საუბარი, ჩინეთის ჩართულობაზე სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, რაც დღესაც უზრუნველყოფილია, მაგრამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner