logo_geo
eng_logo
„უცებ გია ფერაძემ ფეხი მკრა და სხვისთვის შეუმჩნევლად მომაწოდა 8 მარტის მისალოცი ბარათი…“
- +

8 მარტი. 2016. 10:27



გთავაზობთ მსახიობ თემურ გვალიას facebook-პოსტს:


ეს ატკრიტკა" 1981 წლის 8 მარტს მაჩუქა გია ფერაძემ. რუსთაველზე კაფე ჩხირებში" ვიჯექით, ჩიჟი-პიჟის" მივირთმევდით და ზემოდან სამ-ვარსკვლავიან კონიაკს უკაკუნებდით. გვემსახურებოდა მერი მამიდა" (ასე შეარქვა გიამ, იმიტომ რომ მერიც გვარად ფერაძე იყო) და ლამზირა დეიდა. ორმა დავიწყეთ თავიდან, ნელ-ნელა გვემატებოდა და გვემატებოდა ხალხი, თეატრალურის სტუდენტები, რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობიც შემოგვიერთდა და შევბერეთ... იქ ორი მაგიდა მივაერთეთ, მაგრამ მაინც არ გვყოფნიდა ადგილები... მე გავედი გვერდზე, რესტორან თბილისში" და შეუკვეთე შუშებში 15 კაციანი მაგიდა. გადავედით ყველა რესტორან თბილისში და იქ შევბერეთ. ისევ კონიაკი და ქალბატონებისათვის შამპანური პოლუსუხოი"..

 

მიულოცეთ 8 მარტი საფუძვლიანად... გია გავიდა გარეთ და 5 წუთში დაბრუნდა ჩემს გვერდზე იჯდა. უცებ ფეხი მკრა და სხვისთვის შეუმჩნევლად მომაწოდა 8 მარტის მისალოცი ბარათი... ზღარბი ეხატა და ეკლებით ვაშლი მიჰქონდა... ხოლო მეორე გვერდზე კი ეს ტექსტი ეწერა... გადმომაწოდა და ეშმაკურად თვალი ჩამიკრა... ძალიან მენატრება გია", - წერს გვალია.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner