logo_geo
eng_logo
ბაიდენის საარჩევნო შტაბი: დონალდ ტრამპი შურისძიების კამპანიას აწარმოებს, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკულ დემოკრატიას
- +

25 იანვარი. 2024. 01:05

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი შურისძიების კამპანიას აწარმოებს, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკულ დემოკრატიას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

 

 

ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერმა, ჯული ჩავეს როდრიგესმა განაცხადა, რომ ნიუ-ჰემფშირის შტატში "რესპუბლიკური" პარტიის პრაიმერიზის შედეგები „ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპმა პარტიის ნომინაცია მოიპოვა“.

 

 

"დონალდ ტრამპი აწარმოებს შურისძიების კამპანიას, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკულ დემოკრატიასა და ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხოლო ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი აწარმოებენ ქვეყნის წინსვლისა და მშრომელი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების კამპანიას", - განაცხადა ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner