აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს ამოეწურა ფული უკრაინის დასახმარებლად და ვაშინგტონი ვერ მიაწოდებს კიევს რაკეტებსა და საბრძოლო მასალას იმავე დონეზე, როგორც ერთი წლის წინ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"აშშ-ს ამოეწურა ფული უკრაინის დასახმარებლად და ჩვენ ვერ ვაძლევთ კიევს რაკეტებსა და საბრძოლო მასალას იმავე დონეზე, როგორც ერთი წლის წინ იყო", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
საერთაშორისო საკითხებში ლოიდ ოსტინის თანაშემწემ, სელესტ ვალანდერმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ანგარიშებს ქვედანაყოფებს შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის შესახებ.