logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი ჩამოვარდნილ რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მეტი სიცხადე და მეტი ინფორმაცია მივიღოთ
- +

25 იანვარი. 2024. 01:40

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი გაეცნო ინფორმაციას ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ.

 

 

"ჩვენ არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ გავეცანით ცნობებს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დადასტურება. ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა მეტი სიცხადე და მეტი ინფორმაცია მივიღოთ", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

 

24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ჯერ არ ფლობენ სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner