სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"საქართველო განაგრძობს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, როგორც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატი ქვეყანა. მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად განვიხილეთ შესაბამისობა [ევროკავშირის ნორმებთან] სოფლის მეურნეობისა და მწვანე ტრანსფორმაციის მიმართულებით. ეს არის მთავარი სფეროები ევროკავშირისკენ მიმავალ საქართველოს გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება", - აღნიშნა ევროკომისარმა.