logo_geo
eng_logo
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: საქართველო განაგრძობს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე - ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება
- +

25 იანვარი. 2024. 00:12

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

 

"საქართველო განაგრძობს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, როგორც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატი ქვეყანა. მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად განვიხილეთ შესაბამისობა [ევროკავშირის ნორმებთან] სოფლის მეურნეობისა და მწვანე ტრანსფორმაციის მიმართულებით. ეს არის მთავარი სფეროები ევროკავშირისკენ მიმავალ საქართველოს გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება", - აღნიშნა ევროკომისარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner