logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არჩევანი უნდა გაკეთდეს არა ომის პარტიის სასარგებლოდ, არამედ მშვიდობის, სიმშვიდის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ
- +

25 იანვარი. 2024. 00:14

"ბუნებრივია, არჩევანი უნდა გაკეთდეს არა ომის პარტიის სასარგებლოდ, არამედ მშვიდობის, სიმშვიდის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ე.წ. კოალიცია სინამდვილეში ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას.

 

 

„ესენი ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე „ქართული ოცნება“. მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და გავიხსენო 2020 წელი. თეორიულად წარმოვიდგინოთ ჩვენ ასეთი აპოკალიფსური სცენარი, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სატელიტებით გაიმარჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ან 2021 წელს მოახერხეს მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან, თავის სანქციების დაწესებით, თავის მოხალისეების გაგზავნით, თავიანთი უხეში რიტორიკით და ა.შ. აქ საუბარი მაქვს მხოლოდ იმაზე, რასაც საზოგადოება საჯაროდაც ხედავდა. კულისებს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი. ასეთ შემთხვევაში პირდაპირი შედეგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია. იგივე სურათი შეგვიძლია ვიხილოთ ჩვენ თეორიულად 2024 წლის შემდეგაც. ერთად-ერთი, სადაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა შეიძლება შეიყვანოს, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით, კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს. ბუნებრივია, არჩევანი უნდა გაკეთდეს არა ომის პარტიის სასარგებლოდ, არამედ მშვიდობის, სიმშვიდის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner