არ გვჯერა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი სამხედრო გზით შეიძლება გადაწყდეს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ.
ბერლინში ვიზიტით მყოფმა რობერტ ფიცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მშვიდობიანი ინიციატივების დიდი მხარდამჭერია.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ასევე დასძინა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას, თუმცა მას არარეალურად მიიჩნევს.
მისი თქმით, სლოვაკეთს სურს, დაეხმაროს უკრაინას გახდეს დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფო.