logo_geo
eng_logo
გურიაში, სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

25 იანვარი. 2024. 12:06

 

 

საქართველოს მელიორაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

 

ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან   1, 7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება.

 

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს,   დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და  საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

 

მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია ატარებს,   თებერვალში დასრულდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner