logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: სააკაშვილის პერიოდში შეიქმნა სასჯელაღსრულების სისტემა, სადაც უხეშად ილახებოდა მსჯავრდადებულთა უფლებები
- +

25 იანვარი. 2024. 12:15

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს, სიტყვით გამოვიდა.

 

მისი განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში რეალური მიღწევებია.

 

"2014-2019 წლებში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული პატიმრების მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურება და სერვისები, მათ შორის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტების და  სხვა დაავადებათა პრევენციის კუთხით. რამდენადმე დღის წინ გამოქვეყნდა დასკვნა სამოქალაქო კლინიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რაზეც ჩემმა კოლეგამ ისაუბრა. დელეგაციამ დაასკვნა, რომ კლინიკაში არსებული ვითარება არის პოზიტიური როგორც მატერიალური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით და ყველა პატიმარს, რომელიც კლინიკაში გადაჰყავთ, ეწევა სათანადო მკურნალობა", - აღნიშნა გივი მიქანაძემ. 

 

მან ასევე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სააკაშვილს "არც სასჯელაღსრულების და არც სამედიცინო დაწესებულებაში არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მისი მდგომარეობა არის კრემლის მიმართ მისი დაუმორჩილებლობის შედეგი." მიქანაძის განცხადებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შეიქმნა სასჯელაღსრულების სისტემა, რომელიც უხეშად ლახავდა პატიმრების უფლებებს, რასაც ადასტურებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წინა ხელისუფლების დროს წაგებული საქმეების რაოდენობა.

 

"2013 წლიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ რეალური მიღწევები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში. ჩემმა კოლეგამ [ლევან ბეჟაშვილმა] რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა სააკაშვილზე, რომლის პერიოდშიც შეიქმნა სწორედ სასჯელაღსრულების სისტემა, სადაც უხეშად ილახებოდა  მსჯავრდადებულთა უფლებები. 2012 წელს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ციხეებში 25 000 პატიმარი იყო და ეს ხდებოდა 3 700 000-იან ქვეყანაში - ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპასა და ამერიკაში. 2006-2012 წლებში, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველომ წააგო 40 საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. როგორი სიტუაცია გვაქვს 2013 წლის შემდეგ? - პატიმრების რაოდენობა შემცირებულია 9 500-მდე.  2013 წლის შემდეგ ნული აპლიკაციაა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კონვენციის მე-3 მუხლით." - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner