logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: "ხალხის ძალის" ინიციატივაზე ერთადერთი, რაც ირაკლი კობახიძემ შემდგომი მსჯელობის საგანს მიაკუთვნა, არის ისეთ "ნაცმოძრაობაზე" პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა, რომელიც საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს
- +

25 იანვარი. 2024. 12:33

 

 

გუშინდელ "იმედის" ღამის ეთერში "ქართული ოცნების" ლიდერი ასევე შეეხო "ხალხის ძალის" ინიციატივას, ახალი მოწვევის პარლამენტში "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გასამართლების აუცილებლობის თაობაზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის ამ პროცესის ირგვლივ მორალური კუთხით გაჩენილი კითხვები არ არსებობს, -  წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მანდატების რაოდენობის გამოაშკარავებამდე, "ხალხის ძალამ" მმართველ პარტიაში თავისი ინიციატივის პოტენციური მხარდამჭერები დაინახა.

 

"გუშინდელ "იმედის" ღამის ეთერში "ქართული ოცნების" ლიდერი ასევე შეეხო "ხალხის ძალის" ინიციატივას, ახალი მოწვევის პარლამენტში "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გასამართლების აუცილებლობის თაობაზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის ამ პროცესის ირგვლივ მორალური კუთხით გაჩენილი კითხვები არ არსებობს. მან მოკლედ ჩამოთვალა ზუსტად ის არგუმენტაცია, რომელიც თან ახლავს "ხალხის ძალის" აღნიშნულ ინიციატივას.

 

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ერთადერთი, რაც ირაკლი კობახიძემ შემდგომი მსჯელობის საგნის კატეგორიას მიაკუთვნა, არის ისეთ "ნაცმოძრაობაზე" პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა, რომელიც საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს, თუ კი 150-მანდატიან პარლამენტში მას მხოლოდ 30-35 ადგილი ერგება წილად. ყოველ შემთხვევაში, ამ საშემოდგომო "გველის წიწილების" საბოლოო რაოდენობის გამოაშკარავებამდე, უკვე ამ ეტაპზე "ხალხის ძალამ" მმართველ პარტიაში დაინახა თავისი ინიციატივის სამომავლო პოტენციური მხარდამჭერი", - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner