logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება
- +

25 იანვარი. 2024. 13:21

 

 

მესამე ძალა, იქნება ეს გიორგი გახარია, სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“, გვარამია თუ სხვები, რა თქმა უნდა, საერთო წიაღიდან წამოსული არიან, რომელსაც ჩვენ ძალიან სამართლიანად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით - მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება”, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის მდგომარეობა არათუ არასახარბიელო, არამედ ძალიან ცუდია.

 

„მათ მთელი ეს პერიოდი საკუთარი პროპაგანდა იმაზე ააგეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ამით მუხტი ხელოვნურად აეწიათ, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რათა ამ გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი მოცემულობით, სასტარტო პოზიციით, "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი უპირატესობა აქვს - პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არის ის, რომ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" 30-35 მანდატის ამარა იქნება. ეს არც გასაკვირი და არც მოულოდნელია - არის ძალიან სამართლიანი და ლოგიკური“, -აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner