პარლამენტარ თაკო ჩარკვიანის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ამბობს რომ 13 წლის ასაკში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს აკრავდა, ტვიტერით ეხმიანება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა:
„თაკო ჩარკვიანი: 13 წლის ასაკში ქუჩაში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ვაკრავდი. 1975 წელს!
მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია 1977წ. დააპატიმრეს
გია ჭანტურია - 1979წ. ანალოგიური საქმიანობის გამო.
დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე!
თუ არა და...
წარმოდგენაც მზარავს!“, - წერს გოგა ხაინდრავა.