logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: იმდენად უთავმოყვარეო როგორ უნდა იყო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს
- +

25 იანვარი. 2024. 13:48

 

 

იმდენად უთავმოყვარეო როგორ უნდა იყო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს და არის მოწინავე, ესაა უსირცხვილობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

ღუდუშაურის თქმით, არაერთი პარამეტრით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, მოწინავე ქვეყანაა.

 

„მათი მიზანია ბურუსისა და გაურკვევლობის შექმნა და დასავლეთის თვალში საქართველოზე ისეთი წარმოდგენის ჩამოყალიბება, რომ ქვეყანაში არის რეგრესი. არ გვგონია, შევძლოთ და რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის სიყვარული ვასწავლოთ, თუმცა დასანანია ის ფაქტი, რომ ყველა, გარდა ამ დესტრუქციული ჯგუფისა, კარგად ხედავს, საქართველოს სახელმწიფოს პროგრესს, წინსვლას. ამ ადამიანებს საკუთარმა ქვეყანამ ვერ დაანახა ის, რისთვისაც საკუთარი ქვეყანა უნდა გიყვარდეს. როდესაც ასეთ სიცრუესა და აბსურდზე გაქვს მოწერილი ხელი, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ ვინმემ წერა-კითხვა არ იცის და ინტერნეტი არ იძლევა საშუალებას, მარტივად შევადაროთ, როგორია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა და როგორია მოლდოვაში. როგორ უნდა იყო იმდენად უთავმოყვარეო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს, არის მოწინავე, ეს არის უსირცხვილობა, უნამუსობასთან ერთად. არაერთი პარამეტრით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით არა თუ ჩამორჩენილი, არამედ მოწინავე ქვეყანაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით. საქართველოდან ამ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია, თამარ ხიდაშელი და სხვები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner