logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: შალვა ნათელაშვილი ყოველთვის ორმაგ თამაშს ეწეოდა
- +

13 სექტემბერი. 2016. 15:52



ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა სოსო შატბერაშვილმა „პრაიმტაიმთან" შალვა ნათელაშვილის პოლიტიკურ ორიენტაციაზე ისაუბრა. როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, ნათელაშვილი ყოველთვის ორმაგ თამაშს თამაშობდა. ის ყოველთვის აცხადებდა, რომ პრორუსული იყო და უცებ 2011 წლიდან უცებ პროამერიკული გახდა.


„შალვა ნათელაშვილი ყოველთვის ეწეოდა ორმაგ თამაშს. ის ყოველთვის აცხადებდა, რომ არის პრორუსული პარტია, მაგრამ ამას ისე ფუთავდა, რომ ის მხარს უჭერდა საქართველოს მიუმხრობელ პოლიტიკას, ისევე როგორც ბრაზილია, ინდოეთი და ა.შ. ამით ის ამბობდა, რომ საქართველო არ უნდა გაერთიანდეს NATO-ში.

 

2011 წლიდან ის უცებ გახდა პროამერიკელი, დაიწყო შტატებში სიარული. დღესაც აგრძელებს ის კონგრესში შეხვედრებს. ამ დროს კი ზურგს უკან სწერს წერილებს ჟირინოვსკის, მას პატრიოტულ ძალას უწოდებს და სთავაზობს გაერთიანებას, სწერს პუტინს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცნობს თავს და სთხოვს შეხვედრას, რათა ერთად იბრძოლონ ამერიკული ჰეგემონიის წინააღმდეგ, სწერს კობზონს და მეგობრობის გაღრმავებას ევედრება", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner