logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც საარჩევნოდ რჩებათ, საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობაა
- +

25 იანვარი. 2024. 13:56

 

 

„თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას და არათანმიმდევრულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც მათ რჩებათ საარჩევნოდ, არჩევნების დროსა და არჩევნების შემდეგ გახლავთ საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობა“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რადიკალურ ოპოზიციას ამომრჩევლის იმედი, რომ ხმათა სერიოზული რაოდენობა მოიპოვონ არ აქვს, შესაბამისად, რჩებათ პროვოკაციები.

 

„თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას და არათანმიმდევრულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა რომელიც მათ რჩებათ საარჩევნოდ, არჩევნების დროსა და არჩევნების შემდეგ გახლავთ საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობა. რატომ ? რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ კითხვა „რატომ“, პასუხი მარტივია: რა ქნან რადიკალ-მავნებლებმა, ამომრჩევლის იმედი, რომ ხმათა სერიოზული რაოდენობა მოიპოვონ, მათ არა აქვთ, სანდო პოლიტიკური ბიოგრაფია მათ არა აქვთ, შესაბამისად რჩებათ პროვოკაციები და "გაყალბდა-გაყალბდა" ხრიალი. აქ კი ყველაზე დიდი იმედიც აქვთ რუპორ ტელევიზიები, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი უცხოელი პატრონ-დამფინანსებლები არიან. მთავარ შეკითხვაზე პასუხი კი ჩვენ რა უნდა ვქნათ, გახლავთ შემდეგი: არც ხელისუფლებამ და არც ჯანსაღად მოაზროვნე  საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ უნდა დაუშვათ მათი გეგმის ამუშავება, ისე როგორც თავის დროზე ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის მზაკვრული სცენარის განხორციელება!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner