„მეხუთე კოლონა გრძნობს, რომ დამანგრევლად დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში და სასოწარკვეთილად უპირისპირდება როგორც ჩვენს სახელმწიფოს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, რაც უფრო ინტენსიური ხდება მათი დესტრუქციული, ანტიქართული, სამარცხვინო გამოხტომები, მით უფრო მცირდება პარლამენტში მათთვის მინიმალური მანდატების მიღების შანსები.
„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ პოლიტიკაში ისეთ კონვულსიებში ჩააგდო ნაცმარგინალები, რომ აღარ იციან თუ როგორ დაესხნენ თავს მას და მმართველ პარტიას. წლებით გამოცდილი პოლიტიკური აქსიომაა - როცა კოლექტიური "ნაცმოძრაობა" რაიმეს აპროტესტებს, საქმეები კარგადაა. მეხუთე კოლონა გრძნობს, რომ დამანგრევლად დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში და სასოწარკვეთილად უპირისპირდება როგორც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ფასეულობებს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
და რაც უფრო ინტენსიური ხდება მათი დესტრუქციული, ანტიქართული, სამარცხვინო გამოხტომები, მით უფრო მცირდება პარლამენტში მათთვის მინიმალური მანდატების მიღების შანსები.
ღალატის პარტიის პოლიტიკანები ვერც უკრაინულ სცენარს მოახვევენ თავს საქართველოს და ვერც ვერანაირ დესტრუქციაში მიიღებენ წარმატებას. საზოგადოებასთან ომში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები განწირულნი არიან მუდმივი ფიასკოსთვის “,- წერს გია აბაშიძე.