„ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს ღირებულებითი სხვაობა. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ სიძულვილის კამპანიითა და მისი ტირაჟირებით არის დაკავებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება.
„ფაქტობრივად, ისინი მტრობენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას. ამ პირობებში, რასაკვირველია, სხვანაირი მოცემულობა ვერ იქნება და უკვე ფაქტებით არის გარანტირებული ის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში დღითიდღე მატულობს, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა რადიკალურად ეცემა. ეს პროპორციები, როგორც ჩანს, ოქტომბრისთვის კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება“, - ფიქრობს იონათამიშვილი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება.