logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური რადიკალებზე: ამ ადამიანებმა ვერაფრით მოინელეს ქვეყნის პროგრესი, რაც აისახა კანდიდატის სტატუსში
- +

25 იანვარი. 2024. 14:54

 

 

ამ ადამიანებმა ვერაფრით მოინელეს და შეეგუვნენ ქვეყნის პროგრესს, რაც აისახა კანდიდატის სტატუსში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

„ეს ის „ენჯეოები“ და წარმომადგენლები არიან, რომლებიც იძახდნენ, რომ ქვეყანას ერთზე მეტი რეკომენდაცია არ აქვს შესრულებული და სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსსო. მაგრამ ამ ადამიანებმა ვერაფრით მოინელეს და შეეგუვნენ ქვეყნის პროგრესს, რაც აისახა კანდიდატის სტატუსში. მათ ყველა პროგრესთან მიმართებაში აქვთ მიუღებლობა, რამეთუ მათი ზრახვები არის ჩაშლილი“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner