„100%! ამიტომაცაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელოვნურად გადახალისება, გადაჯგუფება ხდება გარე აქტორების მხრიდან, რადგან ადგილობრივ აგენტურას არც განახლების საშუალება და არც ინტელექტუალური რესურსი ჰყოფნის, რომ ფსევდო-მანევრი მაინც მოახდინოს და 2024 წლის არჩევნებისთვის ფასადურად მაინც წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „ნაცმოძრაობა“ თავად მიექანება საარჩევნო ფიასკოსკენ და შემდეგ არჩევნებზე, შესაძლოა 30-35 მანდატი მიიღონ.
როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, გარე აქტორები ქართველი ხალხის გონსა და რაციონალიზმს ვერ აფასებენ და ხელოვნურად „ტენიან“ საზოგადოებას კვაზი-ოპოზიციას, თუმცა, საზოგადოებას შეცდომაში ვეღარავინ შეიყვანს.
„100%! ამიტომაცაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელოვნურად გადახალისება, გადაჯგუფება ხდება გარე აქტორების მხრიდან, რადგან ადგილობრივ აგენტურას არც განახლების საშუალება და არც ინტელექტუალური რესურსი ჰყოფნის, რომ ფსევდო-მანევრი მაინც მოახდინოს და 2024 წლის არჩევნებისთვის ფასადურად მაინც წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე.
ამიტომ დაუნიშნეს „ლელოს“ „ნაცმოძრაობის“ უცხოელი მრჩეველი და ამავე ლოგიკით ამზადებენ, ე.წ. „მესამე ძალად“ მელია-გვარამია-ლომჯარია-ლელო-გახარიას ტანდემს, რომელსაც, დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილს დაასვამენ თავზე, თითქოს და ახალი პოლიტიკური ცენტრი იქნება, რომელიც ბარიერს გადალახავს და მესამე ძალად ჩამოყალიბდება.
სამწუხაროდ, გარე აქტორები ისევ იმ ალოგიკურ გზას ადგანან, სადაც ქართველი ხალხის გონსა და რაციონალიზმს ვერ აფასებენ და ხელოვნურად „ტენიან“ კვაზი-ოპოზიციას საზოგადოებას…
საბედნიეროდ, დღეს 2024 წელია და განსხვავებით 2003 წლისა, ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ვეღარავინ შეიყვანს.
2024 წლის არჩევნებით უნდა გასამართლდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და აბსოლუტურად განეიტრალდეს ლიბერალური ფაშიზმი!“ - წერს ქადაგიძე.