logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- +

25 იანვარი. 2024. 17:30

 

 

„საქართველოს რკინიგზა“ 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

 

როგორც რკინიგზაში განმარტავენ, რეისების დამატების გადაწყვეტილება გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მიიღეს.

 

დამატებითი რეისები 27 და 28 იანვარს თბილისიდან 10:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:20 საათზე გამოვა.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდის  https://ticket.railway.ge საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში, ასევე „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner