„საქართველოს რკინიგზა“ 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
როგორც რკინიგზაში განმარტავენ, რეისების დამატების გადაწყვეტილება გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მიიღეს.
დამატებითი რეისები 27 და 28 იანვარს თბილისიდან 10:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:20 საათზე გამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდის https://ticket.railway.ge საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში, ასევე „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.