„Madrid Fusión“ საქართველოს შესახებ Facebook-გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.
„მზად ხართ, საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს „Madrid Fusión“ სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“.
„Madrid Fusión“-ის მეორე Facebook პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს „ნუნუკას“ ეძღვნება.
„Madrid Fusión 2024“-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
„Madrid Fusión“-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფ-მზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი „ნუნუკა“ წარადგენენ.