logo_geo
eng_logo
„Madrid Fusión“: საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით
- +

25 იანვარი. 2024. 17:54

 

 

„Madrid Fusión“ საქართველოს  შესახებ Facebook-გვერდზე მორიგ  პოსტებს აქვეყნებს.

 

„მზად ხართ, საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს „Madrid Fusión“ სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“.

 

„Madrid Fusión“-ის მეორე Facebook პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს „ნუნუკას“ ეძღვნება.

 

„Madrid Fusión 2024“-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო   სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.  ღონისძიების ფარგლებში საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. 

 

„Madrid Fusión“-ზე ქართულ სამზარეულოს   ქართველი შეფ-მზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი „ნუნუკა“ წარადგენენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner