logo_geo
eng_logo
შვედეთის პრემიერი უნგრელ კოლეგასთან შეხვედრას დათანხმდა
- +

25 იანვარი. 2024. 21:07

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას დათანხმდა, რათა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

 

 

"გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი იქნება მომგებიანი", - წერს შვედეთის მთავრობის მეთაური ვიქტორ ორბანისთვის გაგზავნილ წერილში.

 

 

24 იანვარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორვ ორბანმა განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგს დაუდასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

 

 

უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა, ლასლო კოვერმა განაცხადა, რომ პარლამენტი არ ჩქარობს შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner