logo_geo
eng_logo
უნგრეთის პარლამენტის სპიკერი: პარლამენტი არ ჩქარობს შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას
- +

25 იანვარი. 2024. 19:10

უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა, ლასლო კოვერმა განაცხადა, რომ პარლამენტი არ ჩქარობს შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

"მე არ ვგრძნობ, რომ უნდა ვიჩქაროთ, რეალურად არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც საჭიროებს სასწრაფოდ გადაწყვეტილების მიღებას", - აღნიშნა უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა.

 

 

24 იანვარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორვ ორბანმა განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგს დაუდასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

 

 

მას შემდეგ, რაც თურქეთმა შვედეთს ნატოში გაწევრიანების გზაზე მწვანე შუქი აუნთო, შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამაბრკოლებელ ფაქტორად მხოლოდ უნგრეთი რჩება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner