logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა გამოსახლებაზე: ვანდალიზმი, რაც არ უნდა კეთილ მიზნებს ემსახურებოდეს, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დასჯადია. რას აპროტესტებენ დაკავებულთა მეგობრები, რომ სახელმწიფომ არ აღასრულოს კანონი და გაათავისუფლოს დამნაშავენი?
- +

25 იანვარი. 2024. 21:27

ექსპერტი ნინო ფოჩხუა კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესს ეხმიანება, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

 

 

ექსპერტის თქმით, „ეს ვანდალიზმი, რომელიც ამ ახალგაზრდებმა ჩაიდინეს, რაც არ უნდა კეთილ მიზნებს ემსახურებოდეს, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დასჯადია”.

 

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, „ეს რომ მომხდარიყო მიშას დროს, ჯერ ვინ გაბედავდა და თუ გაბედავდა, ისე გააქრობდნენ ვერავინ იპოვიდა“.

 

 

ამ ადამიანებს რომ ჰკითხო, ევროპა უნდათ და კანონის უზენაესობა, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, აღმოჩნდა რომ არა. ეს ვანდალიზმი, რომელიც ამ ახალგაზრდებმა ჩაიდინეს, რაც არ უნდა კეთილ მიზნებს ემსახურებოდეს, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დასჯადია. რას აპროტესტებენ დაკავებულთა მეგობრები, რომ სახელმწიფომ არ აღასრულოს კანონი და გაათავისუფლოს დამნაშავენი? ასე ვერ გამოვა, ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს და კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. აბა წარმოვიდგინოთ, ეს მომხდარიყო მიშას დროს, ჯერ ვინ გაბედავდა და თუ გაბედავდა, ისე გააქრობდნენ ვერავინ იპოვიდა. არავინ უშლის ახალგაზრდებს პროტესტს თუ ის კანონის ფარგლებშია მოქცეული”,- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner