„პროტესტი პროტესტია, მაგრამ ძალადობა, ბოროტი ხულიგნობა, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაზიანება, სამხრეებიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კანონდარღვევებია, რომლებსაც მართლმსაჯულება გასცემს შესაბამის პასუხებს“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესში აქციის მონაწილეთა მხრიდან სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმას და მათი ქონების დაზიანებას.
როგორც აბაშიძე წერს, ნუ ჰგონიათ ძალადობრივი ქმედებების ჩამდენთ და მათ ცალკეულ წამქეზებლებს ნაცოპოზიციაში, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ე.წ. დასავლური სტანდარტია.
„გამოსახლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი და სოლიდარობა გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე [სააღსრულებო პოლიცია] თავდასხმა და მათი ქონების დაზიანება კატეგორიულად მიუღებელია. ნუ ჰგონიათ ძალადობრივი ქმედებების ჩამდენთ და მათ ცალკეულ წამქეზებლებს ნაცოპოზიციაში, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ე.წ. დასავლური სტანდარტია. პროტესტი პროტესტია, მაგრამ ძალადობა, ბოროტი ხულიგნობა, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაზიანება, სამხრეებიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კანონდარღვევებია, რომლებსაც მართლმსაჯულება გასცემს შესაბამის პასუხებს.“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.