რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კონსულტაცია შედგა.
მართვაში ჩართული სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებთან რესპუბლიკურის მომავალსა და კომპენსაციის საკითხზე მსჯელობდნენ.
პერსონალის ნაწილი კომპენსაციით უკმაყოფილოა.
„ჰოსპიტალში არის დაახლოებით 31-ამდე აკადემიური პერსონალი და ჩვენ გვაწუხებს ის მდგომარეობა, სად წავიყვანოთ ჩვენი სტუდენტები. ვფიქრობ, რომ შეხვედრაზე შედეგიანი საუბარი იყო, თემა მნიშვნელოვანია და ჰოლდინგის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა, დევი ტაბიძემ.