ავტორი მარიამ პაიჭაძე
ჯგუფ „ფრანის" ვოკალისტი გაგა ჩიხლაძე „რეპორტიორთან" საუბარში პროექტ „Check in Georgia"-ს აფასებს. პროექტი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.
გაგა ჩიხლაძე ამბობს, რომ პროექტი „Check in Georgia" აერთიანებს ყველა კულტურულ სფეროს და აღნიშნავს, რომ საგრძნობლად იმატა კულტურული ღონისძიებების აქტივობებმა, რაც მისთვის მისასალმებელია.
„Check in Georgia" კარგი წამოწყებაა და მივესალმები. უცხოელი შემსრულებლების, ხალხისთვის მიუწვდომელი მუსიკოსების ჩამოყვანით ხალხი ბედნიერი იყო. როდესაც რეალურად უყურებ, სცენაზე როგორ მუშაობენ უცხოელი ვარსკვლავები, ჩვენთვის, მუსიკოსებისთვისაც ძალიან კარგია. „Check in Georgia"-ს კიდევ ერთი დადებითი ის იყო, რომ ყველა კულტურული სფერო მოიცვა ამ პროექტმა - თეატრი, პოეზიის საღამოები, მუსიკოსებიც დაკავებულები იყვნენ. ზოგადად, ის, რომ კულტურული ღონისძიებების აქტივობებმა იმატა, ძალიან კარგია.
ჩვენ სულ ორი ღონისძიება გვქონდა „Check in Georgia"-ს ფარგლებში, ერთი ქუთაისში და მეორე სიღნაღში. ორივე ღონისძიებაზე მეც და მსმენელიც კმაყოფილი დავრჩით", - ამბობს გაგა ჩიხლაძე.